რა არის პნევმონია და რა იწვევს მას?
პნევმონია, ცნობილი როგორც, ფილტვების ანთება არის ფილტვის ქსოვილის ინფექცია. რომელიც შესაძლოა დაემართოს ნებისმიერი ასაკის ადამიანს.
პნევმონია შესაძლოა გამოწვიოს სხვადასხვა მიკროორგანიზმმა, მათ შორის ვირუსებმა, ბაქტერიებმა და იშვიათად სოკოებმა.
პნევმონიის ყველაზე გავრცელებული ბაქტერიული მიზეზი არის ბაქტერია Streptococcus pneumoniae (პნევმოკოკი).
ხოლო ვირუსული: გრიპი და კოვიდ-19.
ვინ მეკუთვნება მაღალ რისკ ჯგუფს?
● 65 წელს გადაცილებული პირები
● ჩვილი ბავშვები
● იკვებებით არასრულფასოვნად
● პაციენტები რომელთაც აქვთ ფილტვების ქრონიკული დაავადება, მათ შორის ცისტოზური ფიბროზი, ასთმა ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ); დიაბეტი, გულ სისხლძარღვთა დაავადებები.
● თუ გაქვთ სუსტი იმუნური სისტემა ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ), ორგანოების გადანერგვის, ქიმიოთერაპიის ან სტეროიდული მედიკამენტების ხანგრძლივი გამოყენების გამო
● ხშირად აღგენიშნებათ ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექცია გრიპი.
რა სიმპტომები ახასიათებს პნევმონიას?
ფილტვის ქსოვილში მოხვედრილ მიკროორგანიზმებზე განვითარებული იმუნური პასუხი განაპირობებს პნევმონიისთვის დამახასიათებელი სიმპტომების განვითარებას:
● ცხელება (38ºC-ზე მეტი)
● ხველა მომწვანო ან მოყვითალო ნახველით, ზოგჯერ ნახველი ჟანგისფერიც შესაძლოა იყოს
● ქოშინი
● სუნთქვის დროს გულმკერდის არეში ტკივილი
● გახშირებული სუნთქვა დატაქიკარდია.
● გულისრევა ან/და ღებინება, დიარეა
პნევმონიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები განსხვავდება უფრო გავრცელებული ინფექციის, მწვავე ვირუსული ბრონქიტის სიმპტომებისგან, რომელიც ჩვეულებრივ არ იწვევს ცხელებას და არ საჭიროებს ანტიბიოტიკებით მკურნალობას.
რა დროს მივმართოთ ექიმს?
პნევმონიაზე ეჭვის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს რადგან იგი არის სერიოზული დაავადება, რომელიც საჭიროებს შესაბამის მკურნალობას.
თუ თქვენ გამოგივლინდათ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები აუცილებელია ნიმარტოთ ექიმს. რათა თავიდან აიცილოთ შემდგომი გართულებები.
● ცხელება და ხველა ნახველით, რომელიც არ უმჯობესდება ან უარესდება
● გამოხატული ქოშინი ჩვეულებრივი ყოველდღიური აქტივობებისას (მაგ. სიარული)
● სუნთქვისას განვითარებული ტკივილი მკერდის არეში
● გაციების ან გრიპის შემდეგ მდომარეობის მოულოდნელი გაუარესება
ჯეო მედი "გამოიძახეთ კლინიკა სახლში"
ექიმი,რენტგენი, ლაბორატორია. გამოიძახეთ თქვენთვის სასურველ მისამართზე.
ფიზიკური თერაპია ბინაზე გამოძახებით ფიზიოთერაპია მედიცინის დარგია, რომელიც მიზნად ისახავს სხეული...
მეტის წაკითხვაოკუპაციური თერაპია ადამიანებს ეხმარება გაიუმჯობესონ ფიზიკური, სენსორული და კოგნიტური ...
მეტის წაკითხვა+(995) 032 2 111 500
თბილისი, ი. პეტრიწის #2
info@geo-medi.ge